21 წლის ამერიკელი ბიზნესმენი - კაილი ჯენერი ყველა სიტუაციაში იდეალურად ახერხებს მოდური სამოსის მორგებას და ამჯერად კლასიკური ჩაცმულობით ნიუ-იორკში, საქმიან შეხვედრაზე გამოჩნდა.



ბლეიზერი, რომლითაც გოგონამ ყველა აალაპარაკა ცნობილი ქართული ბრენდის - MACH&MACH-ის გახლავთ და სანამ ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი ქუჩებში გამოჩნდებოდა, კაილიმ რამდენიმე ფოტო საკუთარი საძინებლიდანაც გაგვიზიარა.



სამოსი, რომელსაც ბრჭყვიალა ელემენტები კიდევ უფრო გამორჩეულ იერს სძენს ბრენდის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან გახლავთ.

კაილიმ ლუქს Alexander Wang-ის 595 დოლარად შეფასებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ საღამო ვარსკვლავურ დედიკოსთან ერთად პატარა სტორმიმ გაატარა და ფოტოგრაფებსაც დედა-შვილის უსაყვარლესი ფოტოების დაფიქსირების საშუალება მიეცათ.





