თბილისში Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული აქტიურად მიმდინარეობს. ქართველი დიზაინერები 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოგვიდგენენ. ჩვენებებს ბევრი საერთაშორისო ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ესწრება. დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას გვთავაზობს ამერიკული Vogue-ც. Balenciaga-ს და Vetements-ს დიზაინერის, დემნა გვასალიას წყალობით, საქართველოს დედაქალაქს მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები ყურადღებას უფრო და უფრო აქცევენ. ქუჩის სტილში ბალენსიაგაც აქტიურად ფიგურირებს, ასევე, შევნიშნავთ უცნაურ სათვალეებს, უხეშ სპორტულ ფეხსაცმელებს, დიდი ზომის ჟაკეტებს და აშ.