32 წლის სუპერმოდელმა - ირინა შეიკმა ამჯერად Intimissimi-ს ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ქალის საშინაო სამოსის კოლექცია წარმოადგინა.

სესიისთვის კადრები ცნობილმა ფოტოგრაფმა - როუენა პაპიერამ დააფიქსირა.


მოდელს, რომელსაც ამჟამად მეუღლესთან - ბრედლი კუპერთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ეს პრობლემები ხელს არ უშლის რომ მუშაობა ჩვეულ რიტმში გააგრძელოს და აქტიურად განაგრძობს პროფესიულ მოღვაწეობას.


