34 წლის ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა - ეშლი სიმპსონმა ამჯერად Galore-ს პოპულარული გამოცემისთვის იპოზიორა და ფოტოსესიის შთამბეჭდავი კადრები მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ფოტოსესიაში ეშლი მეუღლესთან - ევან როსთან ერთად პოზირებს.

წყვილი ქორწინებაში 2014 წლიდან გახლავთ და მათ საერთო ქალიშვილიც ჰყავთ.

ერთ-ერთ ფოტოზე მომღერალი ქართველი დიზაინერის - გიორგი ქებურიას მოდური სამოსით ფიგურირებს.




აღსანიშნავია, რომ დიზაინერის სათვალით, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ცნობილი მომღერალი - რიანაც გამოჩნდა, რომელმაც მოდური აქსესუარი საკუთარი პარფიუმერული ხაზის ერთ-ერთ წვეულებაზე მოირგო.


