2018 წლის "ოქროს გლობუსის" მსგავსად, ბრიტანული კინოდაჯილდოების წითელი ხალიჩაც "შავად შეიღება". ვარსკვლავებმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ შავი სამოსის ჩაცმა გადაწყვიტეს. გუშინ ღამით ლონდონში "ბრიტანული ოსკარის" რიგით 71-ე ცერემონიალი ჩატარდა.
ჯენიფერ ლოურენსი წითელი ხალიჩის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ წელს მსახიობს ნომინაცია არ მიუღია. Christian Dior-ის შავ კაბას ჯენიფერმა კლასიკური იმიჯი მოარგო.

ანჯელინა ჯოლიმ იდეალურად იცის თუ როგორ დაიცვას დრესკოდი. ანჯელინამ ალბერტჰოლში ბრიტანელი დიზაინერის კაბა არჩია: Ralph & Russo-ს შავი კაბა ღია მხრებით.


წლის ერთ-ერთმა მთავარმა ნომინანტმა, მარგო რობიმ Givenchy-ის ელეგანტურ კაბაზე გააკეთა არჩევანი. 27 წლის მსახიობის კაბა ვერცხლის კრისტალებით იყო გაფორმებული.

სელმა ჰაიეკი Gucci-ის კაბით იწონებდა თავს, რომელიც ყვავილოვანი ნაქარგით გამოირჩეოდა.

ემა რობერტსმა Schiaparelli-ის ასიმეტრიული კაბა მოირგო.

ჰელენა ბონემ კარტერი
კაბა: Vivienne Westwood

სირშა რონანი
კაბა: Chanel

