არანაირი დისონანსი: ეს წყვილები იმდენად ორგანულები არიან ცხოვრებასა და წითელ ხალიჩაზე, რომ საერთო გამოსვლები მხოლოდ და მხოლოდ მათ მეტ ეფექტურობას წარმოაჩენდა. წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავურ წყვილებს, რომლებიც მთელი 2017 წლის განმავლობაში იდეალურად იცმევდნენ.
#10 ჩენინგ და ჯენა ტატუმები
მათი გამოსვლები სხვადასხვა ფილმების პრემიერის წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ხდება.


#9 ნატალი დეიერი და ჩარლი ჰიტონი
Stranger Things-ის ახალგაზრდა ვარსკვლავები, არამხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც შეყვარებულები არიან.


#8 ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი
ვერასდროს მოუნახავთ ნაკლს ამ წყვილის ჩაცმულობას.


#7 ჯორჯ და ამალ კლუნები
წყვილმა ვენეციის კინოფესტივალზე წითელი ხალიჩა უპირობოდ დაიპყრო.


#6 კიმ კარდაშიანი და კეინი უესტი
არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ წყვილს საოცარი ნიჭი აქვს უახლესი ტრენდების იდეალური შერწყმა მოახდინოს.


#5 ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი
ჯენიფერ ლოპესი შესაფერის მამაკაცს შეხვდა: ისინი ერთად სიარულისას საოცრად ორგანულად გამოიყურებიან.


#4 ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი
ქეითს "დიდი ბრიტანეთის ყველაზე ელეგანტურ ქალბატონსაც" კი უწოდებენ. დახვეწილი სტილის დემონსტრირებაში მას ქმარიც აქტიურად უწყობს ხელს.


#3 მეგან მარკლი და პრინცი ჰარი
წყვილმა საერთო გამოსვლები ახლახან დაიწყო და სტილით მალევე მოხიბლეს საზოგადოება.


#2 ბიონსე და ჯეიზი
წყვილი ხშირად გვიზიარებს ყოველდღიური იდეალური ჩაცმულობის ფოტოებს.


#1 რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი
ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი ვერაფერს ამბობენ მათ საერთო გამოსვლებზე.




