ზამთრის სასახლე ოდესღაც ვარდისფერი ფერის იყო, ლუვრში საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო მდებარეობს, ბუკინგემში კი სპეციალური ადამიანები საათს მეთვალყურეობენ. მსოფლიოს საოცარ ადგილებს წარმოგიდგენთ.
ლუვრი, საფრანგეთი
სასახლე მონადირულ საძოვარზე წარმოიშვა, მისი სახელი ითარგმნება როგორც „ველური ტყე“. დღეს კი მუზეუმია, რომელსაც მსოფლიოს მუზეუმებს შორის ყველაზე ხშირად სტუმრობენ (10 მილიონი ადამიანი წელიწადში). მთავარი ღირსება ჯოკონდას ორიგინალია, რომელიც ლეონდარდომ მუზეუმს თავად აჩუქა. ლუვრის მხოლოდ 2 სართულია მუზეუმი, დანარჩენი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს ეკუთვნით.
ვერსალი, საფრანგეთი
ლუდოვიკო XIV-ს ფინანსთა მინისტრის სასახლის შეშურდა და გადაწყვიტა, რომ თავად 100-ჯერ უკეთესი უნდა აეშენებინა. სამწუხაროდ, მეფემ თავისი ოცნების დასრულება ვერ იხილა და მანამდე გარდაიცვალა. მშენებლობამ 50 წელს გასტანა. მიუხედავად მაქსიმალური ეკონომიისა ვერსალი 260 მილიარდი ევრო დაჯდა.
საზაფხულო იმპერატორის სასახლე, ჩინეთი
ეს ასახლეების, ტაძრების, ფიგურებისა და ულამაზესი ბაღის კომპლექსია. ადგილი რამდენიმეჯერ „გარდაიცვალა“. ერთხელ ბრიტანელებმა და ფრანგებმა დაწვეს. 30 წლის სიცარიელის შემდეგ იმპერატორმა კომპლექსის ახლიდან აგება გადაწყვიტა. 1000 კილოგრამი ვერცხლი ტყუილად არ დახარჯულა.
ალგამბრა, ესპანეთი
მავრიტანული ციხე-სიმაგრის შიგნით აუზები, შადრევნები, საოცარი დარბაზები და ეზოებია. არქიტექტორების მიზანი იყო დედამიწის სამოთხე შეექმნათ, მათი შრომა ნამდვილად დაფასდა.
ზამთრის სასახლე, რუსეთი
იმპერატორების რეზიდენცია მონუმენტური და მასშტაბურია. იყო ვარდისფერიც და წითელიც, საბოლოოდ კი ღია მწვანე შეფერილობა მიიღო. ახლა მუზეუმია და დასათვალიერებლად 22 კილომეტრის გავლა გიწევთ.
პოტალას სასახლე, ჩინეთი
მთაზე აგებულ უდიდესს კომპლექსში ათასი ოთახია. პოტალა ყველაფერს აერთიანებს: ხეს, ძვირფას ქვებს, ოქროს...
დახურული ქალაქი, ჩინეთი
5 საუკუნის განმავლობაში დახურული ქალაქი დინასტიების მინისა და ცინის რეზიდენცია იყო. ტერიტორიაზე ათასი ნაგებობაა. მშენებლობა 15 წელს გაგრძელდა. ადამიანებისთვის აქ შესვლა აკრძალული იყო, ვინც შეიპარებოდა, სიცოცხლეს ეთხოვებოდა. სახელიც აქედან მოდის.
შენბრუნის სასახლე, ავსტრია
ბაროკოს სტილის შედევრს თავისი თეატრი და ზოოპარკი ჰქონდა, რომლების მსოფლიოში უძველესია. კედლებმა ნაპოლეონი, ფრანც იოსეფი, მეორე მსოფლიო ომის დაბომბვა და ინლისელების საიდუმლო შტაბი იხილა.
ბუკინგების სასახლე, დიდი ბრიტანეთი
სასახლეში 775 ოთახია. ბუკინგემში საკუთარი ფოსტა, პოლიციის განყოფილება, კლინიკა, კინოთეატრი, გალერეა რუბენსითა და რემბრანდტითაა წარმოდგენილი. სასახლეში 300 საათია, ხოლო 2 ადამიანი ამ საათებს მეთვალყურეობს.
სამოციქულეო სასახლე, ვატიკანი
რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია კანცელარიისგან, მუზეუმებისგან, ბიბლიოეთეკებისგან შედგება. აქ შეუფასებელი კულტურული ღირებულებებია: მაგალითად, სიქსტის კაპელა და მიქელანჯელოს სხვა ფრესკები.
მაისურის სასახლე, ინდოეთი
მხოლოდ და მხოლოდ XIX საუკუნეში აგებული სასახლე ერთდროულად რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს: ინდურს, მუსულმანურსა და გოთიკურს. ყოველწლიურად მაისურს 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ასევე, აქ სპილოების ჯოგი ცხოვრობს.
პენას სასახლე, პორტუგალია
სასახლემ ბევრი რამ გამოიარა: ტალღის დარტყმა, მიწისძვრა... XIX საუკუნეში ფერნანდ მეორემ ხელი მოჰკიდა და გადაწყვიტა მისგან „მეორე ვერსალი“ შეექმნა. ბევრი მფლობელის შემდეგ, სახელმწიფომ შეისყიდა და მუზეუმად აქცია.