სიცილიაზე ცურვა და რუჯის მიღება ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. თუ ამ გასაოცარ კუნძულზე ჯერ არ მოხვედრილხართ, სჯობს სასწრაფოდ ჩართოთ ის თქვენს მორიგ სამოგზაურო მიმართულებათა სიაში.
#1 ისე, როგორც ძველ საბერძნეთში...
ტაორმინაში მოინახულეთ ძველ ბერძნული თეატრი, რომელიც ჩვ.წ-მდე ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში აშენდა. აქ შეიგრძნობთ ნამდვილ ბერძნულ სულს.

#2 აქ ირუჯებიან კინოვარსკვლავები
მოინახულეთ ქალაქი სან-ვიტო-ლო-კაპო, სადაც უნიკალური ქვიშის სანაპრო მდებარეობს. მისი სიგრძე 4 კილომეტრია. ადგილი რიო-დეჟანეიროს ან კუბას მოგაგონებთ. სეზონის პიკზე აქ უამრავი დამსვენებელია, მაგრამ ადგილი ყველას ჰყოფნის.

#3 ხედი ზემოდან
შეუკვეთეთ ვერტმფრენის ტური და დახედეთ კუნძულს. შეგიძლიათ კრატერ ეტნასაც გადაუფრინოთ.

#4 სანამ ვულკანს სძინავს
დილით ადრე ადით ეტნაზე. მის ქვეშ ყოველთვის ნისლია მოქცეული. ტურისტები იქ სპეციალური ტრანსპორტით აჰყავთ. ის ზღვის დონიდან 3350 მეტრზე მდებარეობს.

#5 ყოველ დღე სხვადასხვა გემო...
აუცილებლად გასინჯეთ სიცილიური ნაყინი. სიცილია ზოგადად გემრიელი დესერტებით გამოირჩევა. მაგრამ, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ნაყინი.

