26 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენა გაიხსნება.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის მინის ნეგატივის ასლი, რომელიც ალექსანდრე როინაშვილმა 1895 წელს გადაიღო. გამოფენაზე, ასევე, პირველად იქნება წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები.
დამთვალიერებლის შესაძლებლობა მიეცემა, იხილოს მდიდრულად შემკული ვარძიის ოთხთავი (XII-XIII სს.) „საზეიმო“, რომელიც სავარაუდოდ თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უადრესი ძეგლი, ენციკლოპედიური ნაშრომი „უსწორო კარაბადინი“ (XIII-XIV სს.); სამცხის ათაბაგთაკარის სკრიპტორიუმში გადაწერილი, კოდექსის ტიპის ნუსხა – ვალეს ოთხთავი (1514 წ.); ქართლის მეფე როსტომის მეუღლის, მარიამ დადიანის დაკვეთით გადაწერილი ქართლის ცხოვრება (მარიამისე ული ნუსხა, 1633-1646 წწ.) და სხვა.