DALOOD, ცაგო ყანჩაველი, CO MODE, სალომე იოსავა, სოფო იოსებიძე, ნინო ჯანიძე, ALEXANDER GOTSI, ნინუცა დავლიანიძე, Atelier 27,თამთა შინდელიშვილი, LAZETI, LEVANTO და უამრავი სხვა დიზაინერი 18 ოქტომბერს, 19:30-საათიდან თბილისი მოლში, შოურუმზე გელიან. შოურუმი თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, ყოველ სეზონზე ტარდება. ორგანიზატორები უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციას ამჯერადაც არ ღალატობენ და სამოდელო სააგენტო-სტუდია "ჯეომოდელსის" გოგონების მონაწილეობით ჩვენებას გვთავაზობენ.
შოურუმი 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და განთავსებული იქნება თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში. დიზაინერების კოლექციებიდან სამოსისა და აქსესუარების შეძენა მოლის ყველა სტუმარისთვის იქნება ხელმისაწვდომი.