Advili Mesh sakhli დაარსდა 3 წლის წინ. აღნიშნული კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან ლითონის ბადეს, რომელსაც აქვს სხვადასხვა დანიშნულება. Advili Mesh sakhi-ის მისია დაფუძნების დღიდან იყო და არის სამშენებლო ბიზნესის განვითარება საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების გზით. დეტალური ინფორმაციისთვის OK! პირადად გაესაუბრა Advili Mesh sakhli-ის დამფუძნებელს, თინათინ რეხვიაშვილს.
გვიამბეთ თქვენი კომპანიის დაარსების შესახებ.
3 წლის წინ გადავწყვიტე წამომეწყო ბიზნესი საქართველოში. ევროპაში ყოფნის დროს შევნიშნე, რომ ბადე თითქმის ყველგან იყო, რაც ამ საქმის დაწყების ინსპირაცია გახდა. დახმარება ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომელიც ინჟინერ-მექანიკოსია. მივიღე ყველა საჭირო ინფორმაცია ბაზრის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ძალიან გახარებული ვიყავი ჩემი იდეით, რომელიც სილამაზესა და თანამედროვეობას შესძენდა ჩემს საყვარელ ქვეყანას. Advili Mesh Sakhli-ის ჰყავს ორი პარტნიორი.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს Advili Mesh Sakhli მომხმარებელს?
მეტალის ბადე − ეს არის ლითონის (ფოლადის) 2 მმ სისქის ფირფიტის სპეციალური დანადგარით ჩაჭრა-დაწელვის შედეგად მიღებული და 2500 გრადუსზე გამომწვარი ძალიან მყარი, 10-წლიანი გარანტიის მქონე სამშენებლო მასალა, ზომით 1 მეტრი x 2 მეტრზე, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს სამშენებლო კონსტრუქციებში როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ. ჩვენს პროდუქციას „გაფართოებული ლითონის ბადე“ ეწოდება, რომელიც სხვადასხვაგვარად გამოიყენება განსხვავებულ სექციებში.
სად და როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული ბადეების გამოყენება?
გვაქვს 8 სახის დიზაინი. აღნიშნული ბადის გამოყენება შესაძლებელია საავადმყოფოში, სუპერმარკეტებში, სამშენებლო კომპანიებში, სასტუმროებში, ოფისებში, საწარმოებსა და ბარებში. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭერის, შენობის ფასადის, კიბის საფეხურის, ჟალუზის, დეკორატიული კედლის, ტიხრების, ღობის, აივნისა და თაროების სახით. პროდუქცია სეზონური არ არის და მასზე მოთხოვნა წლის ნებისმიერ დროსაა. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ ახალ პროდუქტს − არმსტრონგის ჭერს. ეს ის პროდუქტია, რომელზედაც მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მაგრამ სათანადო ხარისხით მისი წარმოება საქართველოში აქამდე არ ხდებოდა. დღეს კი პროდუქციის მრავალფეროვნება (8 სახის დიზაინი) და უნიკალურობა საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს ნებისმიერი სახის მოთხოვნა. კლიენტებთან წარმატებული ურთიერთობის წყალობით, 2020 წელს − პანდემიის პერიოდშიც კი, გაყიდვების მზარდმა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
გვესაუბრეთ ადგილზე მიტანის სერვისთან დაკავშირებით.
მომხმარებელს ვთავაზობთ ადგილზე მიტანის სხვადასხვა სერვისს, რომელიც დამოკიდებულია შენაძენის მოცულობასა და ოდენობაზე.
გაგვაცანით ლითონის ბადის უპირატესობები.
პროდუქციის ფართო ასორტიმენტი; იმავე დღეს მიწოდების სერვისი; 3D-ეფექტი; მასალა უნარჩენოა; უფრო მტკიცეა, ვიდრე ლითონი; დაბალბიუჯეტურია; შესაძლებელია ნებისმიერი სეგმენტისა და დამკვეთის სურვილის დაკმაყოფილება; მრავალფეროვანი დიზაინი; მრავალფუნქციური გამოყენება; მსუბუქი წონა; სპეციალიზებული ზომის ბადეების დამზადება; ბადეს ცხაურადაც მოიხსენიებენ; მასალა ცეცხლგამძლეა; მარტივად მონტაჟდება (აწყობა, შედუღება, გადაბმა).
„ადვილი მეშ სახლი“ გთავაზობთ სილამაზესთან ერთად შერწყმულ თანამედროვეობას.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი
მის: ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა (ვაზისუბანი)
B1 პავილიონი (B 020a)
ლეჟავას ქუჩა #22
ტელეფონი:
+995555722666
+995555181666
0322159200
0322003022
fb: მეტალის ბადე Advili mesh
www.Advilimesh.com