22 წლის მოდელი, სოფია რიჩი მისი შესანიშნავი გემოვნებით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს და მუდამ არაჩვეულებრივად გამოიყურება. პაპარაცების ობიექტივში ის საკმაოდ ხშირად ხვდება და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის კლიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორნის, Nobu-ს სტუმრობისას შენიშნეს.
მოდელმა არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას შავი ფერის მაისური და კლასიკური შარვალი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის თრენჩი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად შეუხამა. იმიჯის სრულყოფილებაში მოსაყვანად კი მან ბეჟი ჩანთა შეარჩია.