რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად უზიარებს ფანებს საკუთარი ბრენდების უახლეს კოლექციებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან KKW Beauty-ს უახლეს გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.
ვარსკვლავმა ბეჟი ტოპი და ამავე ფერის ქვედაბოლო მოირგო, რომელსაც ყვავილებისგან შექმნილი თმის აქსესუარი შეუხამა. გაცნობებთ, რომ კიმის სილამაზის ბრენდის უახლესი კოლექცია გლუვ პროდუქციას მოიცავს.