25 წლის მომღერალი დუა ლიპა არაჩვეულებრივი სინგლების და ვოლაკური მონაცემების გარდა შესანიშნავი გემოვნებითაც გამოირჩევა. ინსტაგრამზე ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა გემოვნებიან იმიჯს ირგებს. ამჯერად ის პაპარაცების ობიექტივში მოხვდა, როდესაც ლოსა-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდა.
დუამ არჩევანი კომფორტულ, თუმცა გემოვნებიან სამოსზე შეაჩერა. მას წითელი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, რომელსაც შავი, ტყავის თრენჩი და Doc Martens-ის ფეხსაცმელი ამავე ფერის ჩანთასთან და კეპთან ერთად შეუხამა.