წარმოგიდგენთ შანელის 2021 წლის ოტ კუტიურ კოლექციას, რომელიც Virginie Viard-მა ბოჰემური სტილის "საქორწინო ცერემონიის" ფონზე წარადგინა. კოლექციაში არსებული სილუეტები, რომელშიც ისევე როგორც ფემინური, ასევე მასკულინური ჭრილებიც ჭარბობდა, მარტივი იყო, მძივებით გაფორმებული კაბები, ეგრეთწოდებული vest სტილის უსახელო "ჟილეტები, კარდიგანები, შავი კაბები და 1980-იანი წლების თეთრი კოლგოტები. Virginie Viard-მა ინსპირაციისთვის თავად კოკო შანელის 1930-იანი წლების ნამუშევრებიც გამოიყენა.