ჯგუფ Pussycat Doll-ის ვარსკვლავი, 39 წლის მომღერალი ეშლი რობერტსი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მისი გამოჩენა ფანებისთვის მუდამ სასიხარულოა, რადგან ის ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ეშლი ლონდონის ქუჩებში შენიშნეს.
მომღერალმა არჩევანი ბრენდ Mistress Rocks-ის 55 ფუნტის ღირებულების წითელი, ლატექსის შარვალი მოირგო, რომელსაც შავი მაისური და შავ-თეთრი თრენჩი, თეთრი ფერის, Pumas-კედებთან ერთად შეუხამა.