40 წლის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი სოციალურ ქსელებში საკუთარ ბრენდებს აქტიურად არეკლამებს, ახლახანს კი მან საკუთარი ბრენდის KKW Beaty-ის ახალი პროდუქცია, სუნამო წარადგინა და ფოტოები მის ინსტაგრამ გვერდზე განათავსა. ახალი სუნამო ვარსკვლავმა ვალენტინობის აღსანიშნავად შექმნა.
ვარსკვლავმა სუნამოს წარსადგენად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლისთვისაც რამდენიმე, სხვადასხვა Metallic იმიჯი მოირგო, სამოსი, რომელიც ვარსკვლავს აცვია დიზაინერ LaQuan Smith-ს ეკუთვნის.