26 წლის მომღერალი, ჯასტინ ბიბერი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, მან ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის მეუღლესთან, მოდელ ჰეილი ბოლდვინთან ერთად ჰავაის კუნძლებზე ისვენებს და დროს შესანშნავად ატარებს. ახლახანს მომღერალი პაპარაცებმა ჰავაიში ელექტრო ველოსიპედით სეირნობისას შენიშნეს.
ჯასტინმა არჩევანი კომფორტულ და სპორტულ იმიჯზე შეაჩერა. მას საკუთარი ბრენდის Drew House-ის ლურჯ და თეთრ ფერებში გაფორმებული Hoodie ეცვა.