ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამისაგან საზოგადოება შეჩვეულია სადღესასწაულო მისალოცებს, რომლებსაც ოჯახური კადრები ახლავს თავს და სოციალური ქსელების გამომწერებს ახალისებს.
თუმცაღა, ახალი წლის მილოცვა, რომელსაც მათგან ყველა ელოდა, წელს არსად დაფიქსირებულა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ პირველ იანვარს წყვილმა Eartshot Prize-ის ათწლეულის ყველაზე მწვანე ინიციატივა წამოაყენა, რომელიც 2030 წლამდე პლანეტის გადარჩენის ყველაზე საინტერესო სტარტაპებს დაეხმარება. ინიციატივა, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პროექტის Archwell-ის ჩაშვებიდან ზუსტად ერთ კვირაში გაჟღერდა და როგორც აღმოჩნდა, ცოლ-ქმარს უბრალოდ არ სურდა მათ ირგვლივ დაწყებული ხმაური კიდევ ერთი დეტალით გაემრავალფეროვნებინა.