ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს იმ ქონების გამო, რომლის ძირითადი ნაწილიც გადახდისუნარიანი მოსახლეობის ბიუჯეტიდან გროვდება. ბოლო ორი წელია, განსაკუთრებული აქცენტი მეგან მარკლზეა, რომლის ფონზეც, ქეით მიდლტონი, რომელიც ხშირად ჩნდება ერთსა და იმავე სამოსში, ამავდროულად, ბიუჯეტურ აქსესუარებზეც არ ამბობს უარს, თითქოს გაცილებით უფრო თავშეკავებულია, მაგრამ ციფრები სრულიად საპირისიპიროს ამბობს.
კომპანია Femail-ის გაანგარიშებით, გასულ 2020 წელს სასექსის ჰერცოგინიამ სამოსზე 44 188 ფუნტი სტერლინგი დახარჯა, რაც თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია ქეით მიდლტონის გასული წლის ხარჯზე და ამავდროულად, სამჯერ უფრო ნაკლებია თავად მარკლის მიერ 2019 წელს სამოსზე გახარჯულ ბიუჯეტზე.