თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისიხანი და ნატურალური პროდუქტები სწორ ადგილას მოხვდით. ჟურნალი OK! "თაფლუკა"-ს შესახებ გიამბობთ, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია უმაღლესი ხარიხის ნიგოზსა და ორი სახის ნატურალურ თაფლს - ცაცხვის, აკაციისა და წაბლის და ცაცხვისა და აკაციის ნაზავს სთავაზობს მომხმარებლებს. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელს თეკლა ფრუიძეს ესაუბრა.
პირველ რიგში გვიამბეთ კომპანის შესახებ, როდიდან ოპერირებს კომპანია ბაზარზე?
კომპანიის შექნის იდეა 2020 წლის ნოემბერში გაჩნდა. პირველი შეკვეთა "თაფლუკამ" 6 დეკემბერს მიიღო.
საიდან გაჩნდა კომპანის დაარსების იდეა და ვინ დგას ამ სტარტაპის უკან?
ნებისმიერი წარმატებული ბიზნესიდეა ეფუძნება პრობლემის მოგვარებას ანუ წარმატებული ხდება ის კომპანია, რომელიც ყველაზე უკეთ აგვარებს ამა თუ იმ პრობლემას. პრობლემა, რომლიც დავინახეთ იყო, ერთი მხრივ, მაღალი ხარისხის პროდუქციის ნაკლებად ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, წარმოებული მაღალის ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია. უფრო ზუსტად კი, ჩვენ დავინახეთ ადამიანები, რომლებიც ქმნიან, მაგრამ ვერ ყიდიან კარგ პროდუქტს და ადამიანები, რომლებიც ვერ შოულობენ კარგ პროდუქტს. სწორედ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის სუვრილმა გააჩნია ეს იდეა.
"თაფლუკას" უკან ვდგავართ ჩვენ - ლევან ნიშნიანიძე და თეკო ფრუიძე.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
"თაფლუკა" ამჟამდ მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარიხის ნიგოზსა და ორი სახის ნატურალურ თაფლს - ცაცხვის, აკაციისა და წაბლის და ცაცხვისა და აკაციის ნაზავს. მომავალში ვგეგმავთ ჩვენს ასორტიმენტს შევამტოთ რაჭული და არა მარტო რაჭული სხვა სახის პროდუქტი.
რომელი რეგიონიდან ჩამოგაქვთ პროდუქცია და რა გზით მოიპოვებთ მათ?
ამჟამად პროდუქციას ვიღებთ ამბროლაურის რაიონიდან. თაფლს აწარმოებს ადგილობრივი მეწარმე, რომელიც უკვე, ფაქტობრივად, ჩვენს ბიზნეს პარტნიორად ჩამოყალიბდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაყიდვები მოგვცემს საშულებას, რომ დავაფინანსოთ აღნიშული მეწარმის წარმოების ზრდისათვის აუცილებელი ხარჯები. ნიგოზი კი, ამბროლაურისა და ონის რიონის სოფლებში გროვდება.
რა მიგაჩნიათ თქვენი კომპანიის მთავარ უპირატესობად?
ვფიქრობთ, რომ ჩვენს უპირატესობას წარმოადგეს ის გარემოება, რომ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ბრენდის ხარისზე და ამ მიმართულებით დავხარჯეთ მთელი რესურსი. ჩვენ შეგვეძლო ხარისხის უმნიშვნელო ცვლილების ხარჯზე მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიგვეღო, თუმცა ეს არ გავაკეთეთ. გვინდა, რომ მომავალში სწორედ მსგავსი მიდგომით დავამახსოვროთ თავი მომხმარებელს.
ასევე ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის გამორჩეული იყოს ჩვენი პროდქუციის შეფუთვაც, რათა ის შეესაბამაებოდეს იმ პროდუქტის ხარისხის დონეს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხარებელს.
სად შეგვიძლია თქვენი პროდუქციის შეძენა?
პროდუქტის შეძენა შესაძლებელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჩვენი ოფიციალური გვერთიდან - www.fb.com/Taplukarachidan, ასევე ჩვენს სატელეფონო ნომერზე დარეკვით: 591 01 60 60.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს საახალწოდ?
ვინაიდან ჩვენი პროდუქცია საახალწლოდ ერთ-ერთ ყველაზე მთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს, მთელი ძალები ამ პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციისაკენ მივმართეთ. თუმცა, ახალი წლის შემდეგ ვგეგმავთ რამდენიმე სხვა სახის პროდუქტის დამატებას.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ გვინდა რომ "თაფლუკა" იქცეს ბრენდად რომელიც გამოკვეთლად მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტზე პოზიციონირებს და რომელსაც მომხმარებელი, ასე ვთქვათ, "თვალდახუჭლული ენდობა". ამასთან, გვსურს გავზარდოთ გეოგრაფიული არეალი და იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა შეთავაზებასაც, მითითებული აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, შევძლებთ.