თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თმის მოვლა, სწრაფი ზრდა, მბზინვარება, მოცულობის მომატება და თმის ცვენის პრობლემის მოგვარება, მაშინ აუცილებლად უნდა იცნობდეთ Misskhimenkocare-ს, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ოპერირება დაიწყო და როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, მიზანი უკვე მიღწეულია − ერთი შეხედვით თვალსაჩინოა შედეგი, რომელსაც პროდუქციის გამოყენების შემდეგ ვხედავთ. მაშ ასე, გაიცანით Misskhimenkocare-ის იდეის ავტორი, სალომე ხიმენკო.
როგორ გაჩნდა ბრენდის დაარსების იდეა?
ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა თმის მოვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი წელია, რაც პროდუქციის წარმოება დავიწყე, თუმცა თავდაპირველად სხვადასხვა ტიპის თმაზე დაკვირვებას ვაწარმოებდი. უკვე 4 თვეა, რაც Misskhimenkocare ბაზარზე გამოჩნდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო პროდუქტის შედეგი, ამიტომაც აქტიურად შევუდექი ამ საქმიანობას.
კონკრეტულად რისთვის გამოიყენება პროდუქცია?
აჩქარებს ზრდას, ხელს უშლის ცვენას, სძენს მოცულობას, იცავს ბოლოებს გაყოფისგან. თმა ხდება მეტად მბზინვარე, ჯანსაღი და ელასტიკური, გამოიყენება დაზიანებული თმის რეგენერაციისთვის, ამდიდრებს თმის ძირებს ვიტამინებითა და მინერალებით, აქვს საოცარი სურნელი.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებსა და ორგანიზმისთვის არასასურველ მავნე ნივთიერებებს. ამ საშუალებაში გამოყენებულია 100%-ით ნატურალური ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული ზეთები, როგორიცაა: არგანი, ლავანდა და ფორთოხალი. გარდა ამისა, აღნიშნული პროდუქტი შეიცავს თმისთვის აუცილებელ ვიტამინების კომპლექსს.
როგორ შეარჩიეთ კონკრეტული პროდუქტები?
პროდუქტი შედგება ვიტამინების კომპლექსისგან, რომელიც აუცილებელია თმისთვის. მიღება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.
სად შეგვიძლია პროდუქტის შეძენა?
შეძენა ჯერჯერობით ინსტაგრამისა და ფეისბუქის მეშვეობით არის შესაძლებელი. მომავალში ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანას.
როგორია პროდუქტის მოხმარების წესი?
ნიღაბს ვისვამთ დაბანამდე ერთი საათით ადრე და ვიშორებთ შამპუნის მეშვეობით. პირველსავე მოხმარების შემდეგ ჩანს შედეგი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გარდა მაღაზიის გახსნისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლისა, გეგმაში გვაქვს მამაკაცის პროდუქციის დამატება. კიდევ ბევრი სხვა გამაჯანსაღებელი ზეთის დამატებას ვაპირებთ.
FB: misskhimenkocare
inst: misskhimenkocare