ჯანმრთელობაზე ზრუნვა რომ მნიშვნელოვანია, გასულმა წელმა ძალიან მძაფრად შეგვახსენა. პანდემიის მიღმა არის უამრავი დაავადება, რომელთა არსებობა თითქოს დაგვავიწყდა. მსოფლიო აუცილებლად დაამარცხებს პანდემიას, დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ისევ გვემახსოვრება, რომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა ჩვენი გამარჯვების აუცილებელი წინაპირობაა.
ამჯერად ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე – დროულ დიაგნოსტიკაზე შევაჩერებთ ჩვენი მკითხველის ყურადღებას. ქვეყნის საუკეთესო ექიმები, ინოვაციური ტექნოლოგია და პაციენტის კომფორტზე მორგებული Check-up-ის პროგრამა „ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში“ ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრების გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის. Check-up არის პროგრამა, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის საფუძველზე. OK! გთავაზობთ ინტერვიუს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის მარკეტინგის ხელმძღვანელ ნატალია დარჩიაშვილთან და სამედიცინო ტურიზმისა და Check-up-ის ხელმძღვანელ თამარ ეჯიბაძესთან.
ნატალია, გვიამბეთ Check-up-ის პროგრამის შესახებ.
როგორც ვიცით, ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემა იოლად აღმოსაფხვრელია. Check-up მთელ მსოფლიოში ძალიან ტრენდული პროგრამაა და ხშირად მის ჩასატარებლად საზღვარგარეთ უწევდათ ადამიანებს წასვლა.
„თოდუას კლინიკაში“ ყველანაირი პირობაა შექმნილი უმაღლესი დონის მომსახურების გასაწევად – აპარატურიდან დაწყებული, საუკეთესო სპეციალისტებით დამთავრებული. Check-up-ის პროგრამა გულისხმობს ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევას.
მოგეხსენებათ, ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ ექიმთან მისვლას. მიზეზი ბევრია, მაგრამ მათ შორის უმთავრესი არის დროის პრობლემა, გრძელ რიგებში დგომა. ვფიქრობ, Check-up-ის პროგრამა მნიშვნელოვნად გააიოლებს იმ რუტინას, რასაც ასე ძალიან ვერიდებით ხოლმე. ეს სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია საქმიანი, დაკავებული ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც დროის დეფიციტი აქვს და ექიმთან ვიზიტს მოუცლელობის გამო ვერ ახერხებს. სპეციალურად Check-up-ისთვის გამოყოფილ, თანამედროვე, კეთილმოწყობილ სივრცეში პაციენტებს ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი ემსახურება, რომლის დახმარებითაც სრული ლოგისტიკური და ბიუროკრატიული პროცესების დაგეგმვა ხდება. გათვლილია ყოველი წუთი და პაციენტს რიგში დგომა აღარ უწევს.
დიახ, თქვენ ერთ დღეში ჩაიტარებთ ჯანმრთელობის შეფასების სრულ სპექტრს და ჩატარებული კვლევების შედეგებით შინ დასვენებულიც კი დაბრუნდებით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი Check-up-ის პროგრამა გერმანული პროგრამის ანალოგია. კლინიკის მენეჯმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში სტუმრობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო კლინიკებს, იკვლევდა იქ არსებულ შეთავაზებებს და უსადაგებდა საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს. საუკეთესო ვერსიად სწორედ გერმანული პროგრამა შეირჩა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა არის უპრეცედენტო და აბსოლუტურად სრულყოფილი.
კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რომ დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია და ის შესაძლებელს ხდის, სიმპტომების გამოვლენამდე აღმოვფხვრათ პოტენციური პრობლემები.
Check-up-ში წარმოდგენილია სამი სახის პაკეტი როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. პაკეტები განსხვავებულია: საბაზისო, გენერალური და პრემიალური. თითოეულის ფარგლებში ტარდება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები ორგანიზმის ფუნქციური და ანატომიური მდგომარეობის შესაფასებლად. მაგალითისთვის, პრემიალური პაკეტი 50-მდე სხვადასხვა სახის კვლევას მოიცავს.
თამარ, როგორ უნდა ავარჩიოთ ჩვენთვის საჭირო პაკეტი?
პაკეტის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, ცხოვრების სტილისა და გენეტიკური ფონის გათვალისწინებით. იგეგმება კვლევის დღე და პაციენტს ეგზავნება კვლევის წინ მოსამზადებელი რეკომენდაციები. თითოეულ პაკეტში წარმოდგენილია ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე, პაციენტს კონსულტაციები შესაბამისი პროფილის ექიმებთან უტარდება, ის იღებს რეკომენდაციებს და დანიშნულებებს.
რა სახის დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება Check-up-ის პროცედურა?
Check-up არის ჯანმრთელობის სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება, რომელიც ამცირებს ავადმყოფობის რისკს, ავლენს პოტენციურ, სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაავადებების ადრეულ სტადიებს; ზრდის განკურნების შანსს, ზღუდავს გართულებებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამცირებს სამედიცინო ხარჯებს.
Check-up-ის პროგრამა, ისევე, როგორც მთელი კლინიკა, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. Check-up-ის პროგრამაში მონაწილე პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა არ განისაზღვრება ერთი დღით. დანიშნულებისა თუ რეკომენდაციის მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი პაციენტისათვის აწარმოებს პერიოდულ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, გეგმავს ექიმთან ვიზიტსა თუ კვლევებს.
ფაქტობრივად, Check-up არის თქვენი მეგობარი, რომელიც ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გაძლევთ სწორ, მკაფიო ინსტრუქციებს, ავლენს პრობლემას და გეხმარებათ მის გადაჭრაში.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს პროგრამა დავნერგეთ და მისი მონაწილეების კმაყოფილება უფრო მეტ ენერგიას გვმატებს.
„თოდუას კლინიკა“ ლიდერია საქართველოში და უკვე რეგიონული მასშტაბითაც გაითქვა სახელი. გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
დიახ, ჩვენს კლინიკას ბევრი მომხმარებელი ჰყავს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ, დაახლოებით 1 წელია, რაც სამედიცინო ტურიზმის განყოფილება ჩამოვაყალიბეთ და აქტიურად ვმუშაობდით ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის ინფორმირებულობაზე. მოთხოვნა თავისთავად გაჩნდა. აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი პაციენტები საკუთარი სურვილით მოგვმართავდნენ და ჩვენს კლინიკაში იღებდნენ სრულ სამედიცინო მომსახურებას. სწორედ აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა შესაბამისი განყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გეგმებით.
გლობალური პანდემიის გამო, ჩვენი აქტივობა ცოტა ხნით დაპაუზებული გვაქვს, თუმცა უცხოელი პაციენტების მზარდი მომართვიანობა და მათ ინტერესი ჩვენი კლინიკის მიმართ, გვიმყარებს იმის თქმის უფლებას, რომ აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი რეგიონის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც ადამიანები თამამად ანდობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
იმედით ვუყურებთ მომავალს და მინდა, თქვენი ჟურნალის სახელით მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი. ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობა, რაც ასე ძალიან გვჭირდება.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი