ჩაცმის სტილი, სამოსის ფერი, აქსესუარების ზომა და ფორმა, ეს ის დეტალები, რომელიც პიროვნების ხასიათს უსიტყვოდ აღწერს. არ აქვს მნიშვნელობა, ხშირად უყურებთ თუ არა მოდის ჩვენებებს, დაინტერესებული ხართ თუ არა მაღალი მოდით, აკვირდებით თუ არა სეზონურ ტენდენციებს, საკუთარი ჩაცმულობა და პირადი იმიჯი თითქმის ყველა ადამიანს განსაკუთრებულად აინტერესებს. წარმოგიდგენთ 2021 წლის ტრენდულ აქსესუარებს, სათვალეებსა და სამკაულებს, რომელიც წელს გაზაფხულის სეზონზე ყველაზე მეტადაა აქტუალური.