კარდაშიანებისა და ჯენერების მრავალრიცხოვან ოჯახში ქენდალ ჯენერი ყოველთვის გამორჩეულია და ხშირად ამის გამო სახალისო სიტუაციებიც იქმნება. მოდელი, რომლის გარეგნობაც ოჯახის დანარჩენი ქალბატონებისგან განსხვავდება, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, მას ბავშვობიდან აკომპლექსებდა.
ოჯახურ ფოტოსესიებშიც, სიმაღლის გამო ქენდალისთვის განსაკუთრებული პოზიციის შერჩევა ან უკანა პლანზე დაყენება ხდება ხოლმე საჭირო.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, "კონტექსტიდან ამოვარდნილი" გოგონა ამჯერადაც გახდა სახალისო კომენტარების ობიექტი, როცა ოჯახური ფოტო გააზიარა. საქმე იმაშია, რომ კადრში მისი დები შვილებით მოხვდნენ, ქენდალი კი ერთადერთია, რომელიც მშობლის სტატუსს ჯერჯერობით არ ირგებს.
ეს ფაქტი პირველად თავად მოდელმა აღნიშნა, იმავე პოსტს მან ხუმრობით შემდეგი ფოტო დაურთო "Pregnancy is in the air. me:"