ბრუკლინ ბექჰემისა და ჰანა კროსის ვარსკვლავურ წყვილს პრობლემები აქვს, უჩვეულო ამ ყველაფერში არაფერია, თუმცა პაპარაცების მიერ დაფიქსირებულმა კადრებმა მაინც ყველა გააოგნა, ვინაიდან ახალგაზრდა შეყვარებულებს აქამდე ყოველთვის რომანტიკულ და თბილ სიტუაციაში ვხედავდით.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი კამათმა ცრემლებამდეც კი მიიყვანა.


მოგვიანებით წყვილთან ერთად ბრუკლინის უმცროსი ძმებიც დააფიქსირეს, რომლებიც მათ დამშვიდებას ცდილობდნენ.


შემთხვევიდან ერთი დღის შემდეგ ჰანა დევიდ ბექჰემთან ერთადაც დააფიქსირეს, როცა ყოფილი სპორტსმენი შვილის რჩეულს მეგობრულად ჩაეხუტა, როგორც ჩანს, ოჯახი ერთად ცდილობს წყვილს შორის მოულოდნელი დაძაბულობის გაქარწყლებას.

უცნობია, თუ რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი. აღნიშნული ფოტოები ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ხოლო გუშინ მოდელმა საყვარელ ბიჭთან ერთად გადაღებული უახლესი კადრები ატვირთა სოციალურ ქსელებში.

შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილის რომანს საფრთხე არ ემუქრება და ჭორები იმის შესახებ რომ ისინი შესაძლოა დაშორდნენ კიდევაც, სიმართლეს არ შეესაბამება.

