ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ ცნობილ მოდელს - ქენდალ ჯენერს ახალი მეგობარი ბიჭი ჰყავს. E! News-ის ცნობით ქენდალი ბოლო ხანებში ბევრ დროს ატარებს NBA-ის ვარკვლავთან - ბენ საიმონსთან ერთად. როგორც აღმოჩნდა წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრებისგან გაიცნო და მას შემდეგ მოდელი დაუახლოვდა კალათბურთელს, რომელიც Philadelphia 76ers-ში თამაშობს.
ქენდალთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა, რომ ისინი ახლო მეგობრები არიან და დროს ერთად სასიამოვნოდ ატარებენ, შესაბამისად ურთიერთობას რაიმე სერიოზულ ფორმას ჯერჯერობით არ აძლევენ. „ქენდალი ბენთან დროს ხალისით ატარებს, თუმცა მოვლენების დაჩქარებისგან ჯერჯერობით თავის შეკავება სურთ“ - აღნიშნა მან.
კალათბურთელი 1 წლით უმცროსია მოდელზე და 21 წლის არის, მათი გაცნობა კი ნიუ-იორკში მოხდა, თუმცა ბოლო დროს ლოს-ანჯელესშიც დააფიქსირეს ერთად.
აღსანიშნავია, რომ ქენდალი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ კალათბურთელს - ბლეიქ გრიფინსაც ხვდებოდა და მათი რომანი ექვს თვეს გაგრძელდა. დღეს მოდელს ბლეიქთან მხოლოდ კარგი მეგობრობა აკავშირებს.
საიმონსის ყოფილი მეგობარი გოგონა კი მომღერალი - Tinashe გახლდათ, რომლისმა ძმამაც ბენი ქენდალთან ღალატში დაადანაშაულა.