როგორც ჩანს, ახალ წელს ვენსან კასელი მარტო შეხვდება: 51 წლის მსახიობი 20 წლის მოდელს ტინა კუნაკის ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა - წყვილმა ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერა შეყვიტა. დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობის გაწყვეტის მთავარ მიზეზად კუნაკისა და პოპულარული რეპერი A$AP Rocky-ის ურთიერთობა იქცა - წყვილი რამდენჯერმე შეამჩნიეს ნიუ-იორკში: მომღერალი არ მალავდა საკუთარ გრძნობებს და მოდელს მხრებზე თბილად ეფერებოდა.
ვინესნ კასელი ტინამ 2015 წელს იბიცაზე გაიცნო მაშინ, როდესაც მას 18 წელი უსრულდებოდა. მოდელის თქმით მან არ იცოდა რას წარმოადგენდა ვენსან კასელი: „მე ქალაქგარეთ გავიზარდე, ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არ დავდიოდით კინოში. ბავშვობაში მხოლოდ სკოლითა და ფეხბურთით ვიყავი დაინტერესებული.“
ცნობილ მსახიობთან ურთიერთობამ დამწყებ მოდელის კარიერაზეც იმოქმედა: ტინამ მსხვილ სამოდელო სააგენტოებთან გააფორმა კონტრაქტები, მიიღო მონაწილეობა Glamour Beauty-ის გადაღებებში და პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Jean Paul Gaultier-ს ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ტინა კუნაკისთან ურთიერთობა პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო კასელისთვის მონიკა ბელუჩისთან განქორწინების შემდეგ. მსახიობები 2013 წელს დაშორდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ერთად დაახლოებით 20 წელი იცხოვრეს. წყვილს ორი შვილი - 13 წლის დევა და 7 წლის ლეონი ჰყავს.