ჯერარდ ბატლერმა და მეთიუ მაკკონაჰიმ ორმაგი პაემანი მოაწყვეს: მსახიობებმა საყვარელი ქალბატონები მაიამიში, ფლორიდას შტატში მუსიკალური ჯგუფის Duran Duran კონცერტზე წაიყვანეს. ოთხეულმა არაჩვეულებრივი დრო გაატარა და სიამოვნებით იპოზიორეს კამერებთან.
შეგახსენებთ, ბატლერმა ინტერიერის დიზაინერთან მორგან ბრაუნთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო, ამის შესახებ ცნობილი კი სწორედ გუშინ გახდა. ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში ის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მის პირად ცხოვრებაში არავითარი სიახლე არ იყო. ჯერარდმა და მორგანმა ურთიერთობა 2014 წელს დაიწყეს, თუმცა შემდეგ დაშორდნენ და ეს ურთიერთობის აღდგენის მესამე მცდელობაა.
მეთიუ მაკკონაჰი და მისი მეუღლე კამილა ალვესი, უკვე მრავალი წელია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი ფლორიდაში შემთხვევით არ აღმოჩენილან: მსახიობი რამდენიმე კვირაა ახალ ფილმის The Beach Bums-ის გადაღებებზე მაიამიში იმყოფება. ნოემბერში ალვესმა ჟურნალისტებს მოყვა, თუ როგორ ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას ის და მისი მეუღლე უკვე მეათე წელია:
"უნდა გამოიყენო ნებისმიერი შესაძლებლობა და დრო ერთად უნდა გაატაროთ. ხანდახან შეიძლება ეს სასტუმროში ღამის გათევა იყოს, რომელიც თქვენი სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზე მდებარეობს. მაგრამ თქვენ მხოლოდ ღამის გათევა არ მოგიწევთ ერთად - ისაუზმებთ და სასაუბროდ მეტი დრო გექნებათ."
მაკკონაჰისა და ალვესის წყვილი ჰოლივუდის გამორჩეული წყვილების სიაში არიან. მათი სიყვარულის ისტორიას კიდევ უფრო განსაკუტრებულად აქცევს მათი შეხვედრის ისტორია - მაკკონაჰი ბრაზილიელ დამწყებ მოდელს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში შეხვდა. მართალია, ალვესი მოდელი არ გამხდარა, თუმცა დიდი, თბილი ოჯახი შექმნა: წყვილს სამი შვილი - 9 წლის ლევის და 7 წლის ვიდა და 4 წლის ლივინგსტონი ჰყავს.
ჯერარდ ბატლერს რაც შეეხება, მსახიობმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის მზად არის ოჯახის შესაქმნელად.